როგორ ვიმოქმედოთ
რთულ სიტუაციებში
:
თუ
საზღვარგარეთ ყოფნისას გაგიჩნდათ პრობლემები, ვის უნდა მიმართოთ დახმარების მისაღებად?
მიმართეთ თქვენი ქვეყნის საკონსულოს, ეკლესიას, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა სპეციალიზაციაა მიგრანტებისთვის, ქალებსა და ბავშვებისთვის, ან ექსპლუატაციისა და ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა; მიმართეთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას, დარეკეთ საინფორმაციო სამსახურში და იკითხეთ,
ვის შეუძლია იმ სახის დახმარებისაღმოჩენა, რომელიც თქვენ გესაჭიროებათ! ნუ შეგრცხვებათ დახმარების თხოვნა, როდესაც რთულ სიტუაციაში იმყოფებით! გაარკვიეთ, ვის და როგორ შეუძლია დაგეხმაროთ!
გამოიყენეთ გაზეთები, სარეკლამო პლაკატები, ბუკლეტები საზღვარზე ან აეროპორტში, ინტერნეტი - ყოველივე ეს დაგეხმარებათ იმ
ორგანიზაციის პოვნაში, რომელიც მზადაა დახმარება გაგიწიოთ.
თუ
საზღვარგარეთ ყოფნისას დაკარგეთ, ან ვინმემ ჩამოგართვათ საბუთები:
მიმართეთ თქვენი ქვეყნის საკონსულოს, რათა სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო საბუთები მიიღოთ. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ გართულების გარეშე გადაკვეთოთ ქვეყნების საზღვრები და შინ დაბრუნდეთ.
თუ
არ გაქვთ შინ დასაბრუნებელი საბუთების მისაღებად და საკონსულო გადასახადის დასაფარავად საჭირო თანხები:
აუხსენით თქვენი მდგომარეობა საკონსულოს თანამშრომლებს და მოთხოვეთ, რომ დაგეხმარონ! დახმარებისათვის მიაკითხეთ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს!
თუ თქვენი საერთაშორისო პასპორტის მოქმედების ვადა გასულია:
საქართველოს მესაზღვრეები ვალდებულნი არიან საქართველოს მოქალაქე ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვან ვადაგასული პასპორტით.
თუ ქვეყანაში, სადაც იმყოფებით, არ არის საქართველოს საკონსულო, ან შორს არის იმ ადგილიდან, სადაც იმყოფებით და არ გაქვთ საჭირო თანხა, რათა იქამდე მიაღწიოთ და მიიღოთ სამშობლოში დასაბრუნებელი საბუთი, გახსოვდეთ, რომ:
საქართველოს მესაზღვრეები ვალდებულნი არიან ქვეყანაში შემოუშვან საქართველოს მოქალაქე პირადობის დამადასტურებელი საბუთით ან მის გარეშე. აუცილებლად უნდა მიუთითოთ თქვენ მიერ საქართველოს საზღვრის გადაკვეთის დრო და ადგილი. ეს ინფორმაცია შემოწმდება მონაცემების კომპიუტერულ ბაზაში და გამოყენებული იქნება თქვენი პიროვნების დასადგენად. მესაზღვრეებს მოქალაქის დაკავების უფლება აქვთ მხოლოდ მისი პიროვნების დადგენის მიზნით.
თუ თქვენ, საქართველოს მოქალაქე, დეპორტირებული ხართ რომელიმე ქვეყნიდან
საქართველო შემოგიშვებთ თქვენს ქვეყანაში ყოველგვარი პრობლემის გარეშე.
ხელმეორედ შესვლა ქვეყანაში, რომლიდანაც თქვენ დეპორტირებული იყავით
თუ თქვენ აპირებთ ხელმეორედ ეწვიოთ ქვეყანას, რომლიდანაც უკვე დეპორტირებული იყავით, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ზუსტად უნდა იცოდეთ, თუ რამდენი თვით გაქვთ აკრძალული ამ ქვეყანაში დაბრუნება; თუ თქვენ ეცდებით იქ დაბრუნებას მოცემულ დროზე ადრე, ამ ქვეყანაში შესვლაზე უარს გეტყვიან.
თუ თქვენ წარმოადგენთ არასწორ პირად მონაცემებს
ეს გაართულებს თქვენი პიროვნების დადგენას და შესაძლოა, ამან შემდგომში პრობლემები შეგიქმნათ.
თუ თქვენ გააყალბებთ სამშობლოში დასაბრუნებელ საბუთებს, ან გამოიყენებთ ყალბ საბუთებს
საბუთების გაყალბებისათვის და ყალბი საბუთების გამოყენებისათვის,
პასუხს აგებთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 362-ე მუხლების თანახმად და საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების
კოდექსის 1723-ე და 185-ე მუხლების თანახმად.
არასდროს ანდოთ თქვენი საბუთები უცნობებს, ნუ დაუჯერებთ შემთხვევითი პირების რჩევებს! დარეკეთ საკონსულოში, ეწვიეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდებს. თავად გაარკვიეთ, როგორ იმოქმედოთ კანონის ფარგლებში, თუ პრობლემები გაქვთ პირადობის დამადასტურებელ ან გასვლა/შემოსვლის
საბუთებთან დაკავშირებით. არასოდეს ისარგებლოთ ყალბი საბუთებით!
თუ თვლით, რომ ხართ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი, დაზარალებული, იმყოფებით საზღვარგარეთ და გესაჭიროებათ დახმარება:
მიაკითხეთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივ ოფისს ან დარეკეთ მიგრანტების დახმარების სამსახურებში და ითხოვეთ დახმარება; დარეკეთ საქართველოს საკონსულოში იმ
ქვეყანაში, სადაც იმყოფებით.
თუ ამ ქვეყანაში საქართველოს საკონსულო არ არსებობს, დარეკეთ იმ საკონსულოში, რომელიც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს მოცემულ ქვეყანაში.
ამის შესახებ ინფორმაცია მოიპვეთ საზღვარგარეთ გამგზავრებამდე! დახმარებისათვის მიმართეთ ქართულ ეკლესიას საზღვარგარეთ, ან მიბრძანდით ნებისმიერ ეკლესიაში და ითხოვეთ დახმარება!
დახმარებისათვის მიაკითხეთ ქალთა ორგანიზაციებს, რომლებიც დახმარებას უწევენ ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და ბავშვებს.
მიმართეთ პოლიციას, მოუყევით ყველაფერი ისე, როგორც მოხდა, ნუ დაფარავთ წვრილმანებს, მათ უნდა იცოდნენ ყველაფერი, რათა შეძლონ თქვენი დახმარება!
თუ
თქვენ აღმოჩნდით სხვა ქვეყანაში ყალბი საბუთებით აღჭურვილი
ან
საზღვარი გადალახეთ
არა საკონტროლო-გამშვები პუნქტის, არამედ ტყის, მთების, წყლის და ა.შ. გავლით, და თქვენს პასპორტში არ არის თქვენი ქვეყნის დატოვების დამადასტურებელი ბეჭედი
:
საზღვრის გადაკვეთის მომენტში, ამის შესახებ თავად შეატყობინეთ პირველ შემხვედრ მესაზღვრეს და მიმართეთ დახმარების თხოვნით; აუხსენით რატომ და როგორ აღმოჩნდით ამგვარ სიტუაციაში.
თუ თქვენ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი გახდით და თქვენი ნების საწინააღმდეგოდ
არაკანონიერი ქმედების ჩადენა გაიძულეს
:
თქვენ თავისუფლდებით პასუხისმგებლობისაგან ყალბი საბუთების გამოყენებისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთისათვის საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე:
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, მუხლი 15. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის, დაზარალებულის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება:
1.
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი, დაზარალებული თავისუფლდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე და 362-ე
მუხლებითა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1723 და 185-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებებისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან. მას აგრეთვე არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში მონაწილეობისათვის, თუ იგი იძულებული იყო ასე მოქცეულიყო ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მხვერპლად, დაზარალებულად ყოფნის გამო.
თუ თვლით, რომ ხართ ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლი ან დაზარალებული და გესაჭიროებათ დახმარება:
თუ თქვენ იმყოფებით საქართველოში კონსულტაციისათვის დარეკეთ
ტელ:
182-182
შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი უფლებების დაცვა იდენტიფიკაციის პროცედურის გავლით, შემდეგი დოკუმენტის თანახმად: საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 1 თებერვლის #78 ბრძანებულება ”ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიცირების ერთიანი სტანდარტები და წესი”
პირები, რომლებიც სჩადიან „ადამიანით ვაჭრობის“ დანაშაულს, ისჯებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1441 და 1442 მუხლებით ექვსიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მუხლი 1432 არასრულწლოვნებით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)
ისჯება რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით; ფაქტზე წასწრების შემთხვევაში კი, ისჯება ჩვიდმეტიდან ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
მუხლი 1433 ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა (დაზარალებულთა) მომსახურებით სარგებლობა
